Belive

,,ფინალამდე ყველა ტურში ვითამაშე, ამ მატჩში კი მხოლოდ 20 წუთი მომცეს'' - გარნაჩო ტოტენჰემთან წაგების შემდეგ

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის შემტევმა, ალეხანდო გარნაჩომ, ტოტენეჰმთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა. არგენტინელმა მისთვის მიცემული მცირე სათამაშო დროის გამო, უკმაყოფილება ვერ დამალა:

,,ეს ყველაფერი მარტივი არავისთვის არ არის. ცუდი სეზონი გამოვიდა. ფინალი დავთმეთ და პრემიერლიგაშიც ვერავის მოვუგეთ. ბევრი რამ დაგვაკლდა.

როცა გოლს ვერ იტან, საჭიროა, რომ რაღაც მეტი გააკეთო. ფინალამდე ყველა ტურში ვითამაშე, გუნდს ვეხმარებოდი, ამ მატჩში კი მხოლოდ 20 წუთი მომცეს... არ ვიცი...

რაც შეეხება მომავალ სეზონსა და კლუბში არსებულ მდგომარეობას, ვეცდები, ზაფხულში დავისვენო, შემდეგ კი ვნახოთ.'' - ალეხანდრო გარნაჩო

ევროპა ლიგის ფინალში ტოტენჰემმა მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 დაამარცხა და 1984 წლის შემდეგ ევროპული ტიტული პირველად მოიგო.

სხვა სტატიები