ფიფას განახლებული რეიტინგი | რომელ ადგილზეა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები?
19 დეკემბრის შემდეგ, ფიფამ პირველად განაახლა სანაკრებო რეიტინგი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები კვლავ 73-ე ადგილს იკავებს:
იამაიკა
ბოსნია
განა
საქართველო
ისლანდია
ფინეთი
ბოლივია
ცვლილებები არ შეეხო პირველ შვიდეულს, რომელსაც ისევ ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია, პორტუგალია და ნიდერლანდები იკავებენ, თუმცა 3 პოზიციით დაწინაურდა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა მაროკომ. ათეულიდან დაქვეითდა ხორვატიის ეროვნული ნაკრები და ახლა მე-11 ადგილზეა.
ახლახან დასრულებული აფრიკის ერთა თასის შემდეგ, ბუნებრივია, რომ რეიტინგში ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ ამ კონტინენტის ნაკრებებს აქვთ, მაგალითისთვის, ჩემპიონი სენეგალი 7 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მე-12 პოზიციაზეა.
მსოფლიოს 10 საუკეთესო ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში:
ესპანეთი
არგენტინა
საფრანგეთი
ინგლისი
ბრაზილია
პორტუგალია
ნიდერლანდები
მაროკო
ბელგია
გერმანია
The first #FIFARanking of a #FIFAWorldCup year! 👀
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) January 19, 2026