Belive

ფიფამ სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო შესვენებები გააერთიანა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფამ სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო შესვენებები ერთ ფანჯარაში გააერთიანა, რაც 2026 წლის 19 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან პრემიერ ლიგასა და ჩემპიონშიფს მე-5 ტურის შემდეგ, 22-დღიანი შესვენება ექნებათ. ეს ეხება სხვა შიდა ჩემპიონატებსაც.

ნაკრებები ახლა ორ კვირაში ოთხ მატჩს ჩაატარებენ - ტრადიციული ორი მატჩისგან განსხვავებით. ფიფამ დაადასტურა ისიც, რომ საერთაშორისო საფეხბურთო ფანჯარა, მომავალ სეზონში, 22 მარტიდან 30 მარტამდე გაგრძელდება. ინგლისური კლუბები, აღდგომის კვირაში რეგულარულად თამაშობდნენ, ახლა კი ესეც შეიცვლება და ამ დროს მხოლოდ სანაკრებო ფეხბურთი იქნება.

სხვა სტატიები