ფიფამ არგენტინისა და მაროკოს სკანდალურ მატჩზე გამოძიება დაიწყო
ფიფას დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადაზე, არგენტინისა და მაროკოს სკანდალურ შეხვედრაში ფიფას წესების სავარაუდო დარღვევის შესახებ გამოძიება დაიწყო.
დამატებით ინფორმაციას ამ გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, ფიფა მალე გაავრცელებს.'' - წერია განცხადებაში.
ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის პირველ ტურში არგენტინის ნაკრებმა მაროკოს 106-ე წუთზე გატანილი გოლით გაუთანაბრა, თუმცა მატჩის მსაჯი გოლის გადასამოწმებლად გაემართა. ამ დროს მოედანზე მაროკოელი ფანები შეიჭრნენ და ფეხბურთელებს მინდვრის დატოვება მოუწიათ.
შეხვედრა დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ცარიელი ტრიბუნების წინაშე განახლდა და არგენტინელთა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა. მატჩი კიდევ 2 წუთს გაგრძელდა და საბოლოოდ, მაროკოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
FIFA appoints an integrity expert to investigate what happened in Argentina vs. Morocco. #Paris2024 https://t.co/OXdmNVEoCl pic.twitter.com/GPZK1Qc3B1
— Dale Johnson (@DaleJohnsonESPN) July 25, 2024