2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, ყატარი უმასპინძლებს. სუპერკომპიუტერმა მუნდიალის ტრიუმფატორი ივარაუდა - ინგლისელი გულშემატკივრების სამწუხაროდ, ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მთავარ ფავორიტად არ დასახელდა.
4 წლის წინ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დიდიე დეშამის გაწვრთნილმა საფრანგეთის ნაკრებმა გაიბრწყინა. ფრანგებმა ფინალში ხორვატია დაამარცხეს (4:2) და უპრესტიჟულესი სანაკრებო ტურნირის ტრიუმფატორები გახდნენ - 4 წლის შემდეგ, საფრანგეთი კვლავ მთავარი ფავორიტია.
სუპერკომპიუტერმა უნიკალური ალგორითმი გამოიყენა, რომელმაც 1000 შესაძლო სცენარი დააჯამა. საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მუნდიალის ტრიუმფით დასრულების 17.93%-იანი შანსი აქვს.
10. ხორვატია - 2.31%9. პორტუგალია - 5.11%8. არგენტინა - 6.45%7. გერმანია - 7.21%6. ნიდერლანდები - 7.70%5. ბელგია - 7.90%4. ინგლისი - 8.03%3. ესპანეთი - 11.53%2. ბრაზილია - 15.73%1. საფრანგეთი - 17.93%