FIFA საკლუბო მუნდიალის ყოველ 2 წელიწადში ჩატარებას გეგმავს
FIFA კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს.
The Guardian-ის ცნობით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია, 2029 წლიდან, ტურნირის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეას შეაფასებს. რეალ მადრიდმა ტურნირებს შორის დროის შემცირებას მხარი დაუჭირა - წლევანდელ ტურნირზე ვერ მოხვდნენ ისეთი კლუბები, როგორებიცაა ლივერპული, ბარსელონა, ნაპოლი და მანჩესტერ იუნაიტედი, გუნდების რაოდენობის გაზრდა კი ამ 'უხერხულობას' აღმოფხვრის.
კლუბების რაოდენობის 32-დან 48-მდე გაზრდასთან ერთად, განიხილება „ერთი ქვეყნიდან მაქსიმუმ ორი კლუბის“ წესის გაუქმების შესაძლებლობაც.
დატვირთული კალენდრის კრიტიკის ფონზე, ფიფამ შესაძლოა განიხილოს ივნისის საერთაშორისო მატჩების გაუქმება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს უეფას წინააღმდეგობას გამოიწვევს, რადგან ზაფხულის დასაწყისში ერთა ლიგის ფინალების ორგანიზატორია.