Belive

FIFA-ს რეიტინგში ცვლილებებია - ესპანეთი მსოფლიოს პირველი გუნდია

13 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ესპანეთი FIFA-ს რეიტინგის სათავეში დაბრუნდა.

2026 წლის მუნდიალზე ტრიუმფმა, „ლა როხა“ FIFA-ს ეროვნულ ნაკრებთა რეიტინგის სათავეში დააბრუნა და არგენტინის მრავალთვიან ჰეგემონიას წერტილი დაუსვა.

მსოფლიო პირველობის დასრულების შემდეგ განახლებულ რეიტინგში თურქეთის ნაკრები ხუთი პოზიციით დაქვეითდა, ხოლო ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ყველაზე დიდი წინსვლის მქონე გუნდი ნორვეგია გახდა.

19 ივლისს გამართულ დრამატულ ფინალში, ესპანელებმა დამატებით დროში არგენტინა 1:0 დაამარცხეს, 1 995 სარეიტინგო ქულა დააგროვეს და ევრო 2024-ზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ შთამბეჭდავი სერია ლოგიკურ ფინალამდე მიიყვანეს. ესპანეთის ნაკრები რეიტინგის სათავეში იანვრის შემდეგ პირველად დაბრუნდა. ევროპის მოქმედი ჩემპიონები, ამჟამად მეორეადგილოსან არგენტინას, 25 ქულით უსწრებენ.

ხუთეულს საფეხბურთო გრანდები ლიდერობენ

საფრანგეთის ნაკრებმა 1 948 ქულით მესამე ადგილი შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისთან დამარცხდა. ინგლისელები 1 922 ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩნენ, ხოლო ბრაზილიამ ერთი საფეხურით აინაცვლა და 1 804 ქულით მეხუთე ადგილს დაესაკუთრა.

მაროკომ საერთაშორისო ასპარეზზე პროგრესი განაგრძო და სარეკორდო - მეექვსე პოზიციას მიაღწია. პორტუგალია კი, მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, ორი საფეხურით დაქვეითდა და მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა.

FIFA-ს განახლებული ტოპ 20 რეიტინგი:

  1. ესპანეთი (+1)

  2. არგენტინა (-1)

  3. საფრანგეთი (ცვლილების გარეშე)

  4. ინგლისი (ცვლილების გარეშე)

  5. ბრაზილია (+1)

  6. მაროკო (+1)

  7. პორტუგალია (-2)

  8. ბელგია (+1)

  9. ნიდერლანდები (-1)

  10. მექსიკა (+4)

  11. კოლუმბია (+2)

  12. გერმანია (-2)

  13. ხორვატია (-1)

  14. შვეიცარია (+5)

  15. იტალია

  16. აშშ (+1)

  17. იაპონია (+1)

  18. სენეგალი (-3)

  19. ნორვეგია (+12)

  20. ურუგვაი (-4)

სხვა სტატიები