FIFA-ს რეიტინგი განახლდა: საქართველოს ნაკრებმა 1 პოზიცია დაკარგა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სანაკრებო პერიოდის დასრულების შემდეგ, FIFA-მ მსოფლიოს რეიტინგი განაახლა, რომელშიც ცვლილებები საქართველოს ეროვნულ გუნდსაც შეეხო.
განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 1 საფეხურით დაქვეითდა და 77-დან 78-ე პოზიციამდე ჩამოიწია.
ივნისის სანაკრებო პაუზის დროს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ორივე მათგანი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, საიდანაც ერთი მათგანი მოიგო, მეორეში კი დამარცხდა (კვიპროსთან - 2:1 და შოტლანდიასთან - 0:2).
ვილი სანიოლის გუნდი შემდეგ შეხვედრას 8 სექტემბერს, "დინამო არენაზე", ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.