Belive

გიორგი ქოჩორაშვილი: "ვიცი რომ შეცდომა დავუშვი, თუმცა ამ ფაქტს არ გავურბივარ"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინასთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა. პირველ წუთებზე შეტევაში გაცილებით აქტიურები ქართველები იყვნენ, თუმცა კონტრშეტევაზე გოლი სტუმრებმა გაიტანეს. მეტოქის ნახევარზე ბურთი ქოჩორაშვილმა დაკარგა, ბურთი კი საკუთარ კარში კვირკველიამ ჩაჭრა, ქოჩორამ სწორედ ამ შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება.

მქონდა რამდენიმე შეცდომა, თუმცა ყოველვის ვცდილობ ამ შეცდომებს მენტალურად ისე მივუდგე, რომ არ დამაზიანოს. ერთადერთი რაც თამაშის მომენტში შეგიძლია გააკეთო, ამის დავიწყებაა.

ძალიან მტკივა ის შეცდომა, მაგრამ არ ვემალები, ვიცი რაც მოხდა და გავაანალიზებ. ჩეხეთთან ვეცდები ყველამ ის ქოჩორა ნახოს, რომელსაც კარგად ვიცნობთ. ჩემმა თანაგუნდელებმა თამაშში ყველაფერი ჩადეს და ბოლომდე იბრძოლეს. ჩვენ რამდენჯერაც არ უნდა დავეცეთ, გვაქვს იმის მენტალიტეტი, რომ ფეხზე ყოველთვის წამოვდგეთ. - განცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა

ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს სტუმრად ეთამაშება. ჩვენს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი, მიუხედავად იმისა, თუ რა ანგარიშით დასრულდება ახლა მიმდინარე ალბანეთისა და ჩეხეთის დაპირისპირება.

სხვა სტატიები