Belive

FIFA-მ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა ამერიკის ფინალში კოლუმბიის დამარცხების (1:0, დამატებით დროში) შემდეგ, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა შეურაცხმყოფელი სიმღერა შეასრულეს, ისინი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებს რასისტულ კონტექსტში მოიხსენიებდნენ და თანაც ეს ყველაფერი ენცო ფერნანდესის live-ში ხდებოდა.

ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველა ჩამოსულია ანგოლადან. მათი დედები ნიგერიელები არიან, მამები კამერუნელები, მაგრამ პასპორტში "ფრანგული“ წერია - ისმის სიმღერის ტექსტი ენცო ფერნანდესის live-დან

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ, მომხდარი ფაქტის შემდეგ, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებზე, საჩივარი FIFA-ში შეიტანა.

FIFA-მ შეიტყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ და ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს. ფიფა კატეგორიულად გმობს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, მათ შორის მოთამაშეების, გულშემატკივრებისა და ოფიციალური პირების მხრიდან - ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი გამოხმაურება

მომხდარი ამბის შემდეგ, ენცო ფერნანდეს "ჩელსიში" რამდენიმე თანაგუნდელმა ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმა. არაა გამორიცხული, სანქციები დაეკისროს როგორც არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას, რამედ ინდივიდუალურად ფეხბურთელებსაც.

სხვა სტატიები