Belive

FIFA ახალ წესზე მუშაობს, რომელსაც ემილიანო მარტინესის სახელი დაერქმევა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ნაკრებისა და "ასტონ ვილას" მეკარე ემილიანო მარტინესი საკმაოდ ქარიზმატული მოთამაშეა. ის ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის თავდამსხმელს ყურადღება გაუფანტოს. თერთმეტმეტრიანი დარტყმის დროს არგენტინელი უამრავი გზით ცდილობს მეტოქეს თავგზა აუბნიოს.

სწორედ ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად, FIFA-მ ახალ წესზე დაიწყო მუშაობა, რომელიც პენალტის დარტყმისას, მეკარეებს თერთმეტმეტრიანის შემსრულებელთან საუბარს უკრძალავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამას "ემილიანო მარტინესის წესი" დაერქმევა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეხვედრა შაბათს, ლონდონში გაიმართება, სადაც FIFA-ს საბჭოს წარმომადგენლები ახალ წესს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ემილიანო მარტინესმა FIFA-ს საუკეთესო მეკარის ტიტული დაიმსახურა.

სხვა სტატიები