Belive

FIFA 23-ში ყველაზე რეიტინგული ფეხბურთელი ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

სოციალურ მედიაში გავრცელებული ჭორების მიხედვით, FIFA 23-ში ყველაზე რეიტინგული ფეხბურთელი კილიან მბაპე იქნება. FIFA-ს ახალი ამბების წყარო FUTZONEFIFA ირწმუნება, რომ მბაპე მომავალ სეზონში საუკეთესო მოთამაშე იქნება. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით ფრანგი თავდამსხმელის რეიტინგი 92 იქნება.

  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 სექტემბერს მბაპემ, თამაშის ახალი ვერსის გამოსვლამდე, ოფიციალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. თუ მისი რეიტინგი მართლაც 92 იქნება კილიანი გადაასწრებს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, რობერტ ლევანდოვსკი, კევინ დე ბრუინი, ნეიმარი და ა.შ. 2007 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც FIFA-ს საუკეთესო მოთამაშის სტატუსი მესის ან რონალდუს გარდა სხვას მიენიჭა. ბოლოს ეს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა რონალდინიომ მოახერხა. მბაპე პირველად FIFA 17-ში გამოჩნდა, სადაც მისი რეიტინგი მხოლოდ 71 იყო. მიუხედავად მისი აღმასვლისა, ფრანგს პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის მიმართ ინტერესი აღარ აქვს. Twitch-ის სტრიმინგზე Gotaga-ს კითხვაზე თამაშობდა თუ არა FIFA-ს მბაპემ უპასუხა: „შევწყვიტე თამაში, რადგან ამან ჩემს გონებაზე გავლენა მოახდინა“.

სხვა სტატიები