Belive

FIFA 23 ლიცენზირებული ნაპოლის გარეშე: ექსკლუზიური უფლებები KONAMI-მ შეიძინა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ გრანდ, "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ, პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის, FIFA-ს ახალი, ვერსიის გამოსვლას ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, თუმცა, ექსკლუზიური უფლებები EA Sports-ის კონკურენტმა კომპანია KONAMI-მ შეიძინა და ლიცენზირებული "ნაპოლის" სათამაშოდ გამოყენება მხოლოდ Efootball pes-ში​ იქნება შესაძლებელი. მხარეებს შორის თანამშრომლობა 2021/22 წლების სეზონიდან დაიწყო, ხოლო სრულად ექსკლუზიურ უფლებებს KONAMI 2022/23 წლების სეზონიდან მიიღებს. კლუბისა და სტადიონის ოფიციალური სახელი საფეხბურთო სიმულატორების მოყვარულთათვის მხოლოდ PES-ში იქნება ხელმისაწვდომი, რაც შეეხება FIFA-ს, აქ მსურველებს ნეაპოლიტანური კლუბის არჩევა ჩვეულებრივ შეეძლებათ და შემადგენლობაც რეალურის იდენტური იქნება, თუმცა კლუბისა და სათამაშო არენის სახელები განსხვავებული იქნება. ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ივლისის დასაწყისში შეუერთდა და ორ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. საერთო ჯამში, მოედანზე გატარებულ 90 წუთში, კვარაცხელიამ 3 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.  

სხვა სტატიები