Belive

ფერნანდუ სანტუში პოლონეთის ნაკრებიდან გაათავისუფლეს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონეთის საფეხბურთო კავშირმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფერნანდუ სანტუში დაითხოვა.

,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სრულდება, მადლობელი ვარ, რომ პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის საშუალება მომეცა. პოლონეთსა და პოლონელ ხალხს, რომლებმაც ასე კარგად მიმიღეს, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ,'' - განაცხადა სანტუშმა.

პორტუგალიელი სპეციალისტი პოლონეთის ნაკრებში მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით პოლონელებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული 5 მატჩიდან 3 წააგეს.

სხვა სტატიები