ფერნანდეშის იდუმალი გზავნილი | კერიკთან დაპირისპირება მწვავდება
ბრუნო ფერნანდეშმა მაიკლ კერიკს ირიბი გზავნილი გაუგზავნა. პორტუგალიელი ფეხბურთელი, ბორნმუთთან შეხვედრაში, სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მოედანზე ერთი წუთიც არ უთამაშია. კერიკმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანმა, კომოსთან მარცხის შემდეგ, ინგლისელი მწვრთნელის ტაქტიკა გააკრიტიკა.
32 წლის ფეხბურთელისთვის, მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შემდეგ, ეს მხოლოდ მეექვსე შემთხვევა იყო, რაც ის სასტარტო შემადგენლობის მიღმა დარჩა. "The Sun"-ის ცნობით, ფერნანდეშმა ინსტაგრამზე მოიწონა პოსტი, რომელზეც ქვის გიგანტური ქანდაკებაა გამოსახული. პოსტს თან ახლავს წარწერა: "ერთგული ადამიანი იქამდე არ უნდა მიიყვანო, რომ ყველაფრის მიმართ გულგრილი გახდეს".
პოსტის ავტორის თანახმად, ერთგულ ადამიანებს ხშირად უარით ისტუმრებენ და მათ ძალისხმევას სათანადოდ არ აფასებენ. მათი შრომა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება, მოთმინება კი, სისუსტედ მიიჩნევა. ფერნანდეში, კლუბში გატარებული ექვსი წლის განმავლობაში, მანჩესტერის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. პორტუგალიელმა, 334 მატჩში, 111 გოლი გაიტანა და გასულ წელს, პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
თუმცა, ბორნმუთთან მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა თავიანთი უკმაყოფილება ნათლად გამოხატეს. კერიკი, მოედნიდან გასვლისას, ტაშით გააცილეს, ფეხბურთელებს კი, ხმამაღლა უსტვენდნენ. კერიკი, ამჟამად, თანამდებობიდან გათავისუფლების საფრთხის წინაშეა. მის შესაძლო შემცვლელად, რამდენიმე მწვრთნელი სახელდება. მათ შორის არიან, ანტონიე კონტე და ედი ჰაუ.
🚨📲 𝗡𝗘𝗪: Manchester United CAPTAIN Bruno Fernandes once again with a controversial like on Social Media. pic.twitter.com/rrheNBpXFG
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) October 26, 2026