Belive

ფენერბაჰჩე ბონუჩის ტრანსფერით ინტერესდება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გრანდი - "ფენერბაჰჩე" ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერით ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "ფენერბაჰჩესა" და "უნიონ ბერლინს" შორის პირველადი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა. მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპი, სადაც გუნდები ფინანსურ საკითხს შეათანხმებენ, მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც "იუვენტუსმა" ლეონარდო ბონუჩი ძირითადი გუნდის განაცხადში არ შეიყვანა, ვეტერანმა იტალიელმა მცველმა "უნიონ ბერლინთან" გააფორმა კონტრაქტი. ბონუჩი ბუნდესლიგის კლუბს 2023 წლის 1 სექტემბერს შეუერთდა, თუმცა მას შემდეგ მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები