Belive

ფელიპე ლუისმა ფლამენგოსთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიელმა, ფელიპე ლუისმა ფლამენგოსთან კონტრაქტი 2027 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა, აღნიშნული ინფორმაცია გუნდმა ოფიციალურად გამოაცხადა.

ფელიპე ლუისისთვის 2025 წელი შესანიშნავი გამოდგა, რადგან 40 წლის სპეციალისტმა ფლამენგოსთან ერთად კარიოკას თასი, ბრაზილიის ჩემპიონატი, სუპერთასი, ლიბერტადორესის თასი, ამერიკის დერბის და კოპა ჩელენჯერის ტიტული მოიგო. ასევე ფლამენგომ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში იასპარეზა, სადაც პსჟ-სთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ლუისმა პროფესიონალური კარიერა სწორედ ფლამენგოში დაასრულა, რის შემდეგაც ამავე გუნდში სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, 23/24 წლების სეზონში U17-სა და U20-ს წვრთნიდა, ხოლო 2024-წლიდან ფლამენგოს მთავარ გუნდში დაიწყო მუშაობა.

სხვა სტატიები