ფეხბურთის ვარსკვლავები, რომლებიც პარიზის ოლიმპიადაზე ითამაშებენ
პარიზის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი 24 ივლისს დაიწყება. მართალია, ფეხბურთელთა ასაკი ტრადიციულად შეზღუდულია (23-წლამდე), თუმცა თითოეულ ნაკრებს უფლება აქვს, რომ შემადგენლობაში სამი 23+ ასაკის ფეხბურთელი ჰყავდეს.
მომავალ ოლიმპიადაზე არაერთი ვარსკვლავი იასპარეზებს. მათ შორისაა ,,ლიონის'' 33 წლის თავდამსხმელი, ალექსანდრ ლაკაზეტი. საფრანგეთის ნაკრებში, რომელიც ტურნირნის ერთ-ერთი ფავორიტია, მიუნხენის ,,ბაიერნის'' ახალწვეული, მაიკლ ოლისეც ირიცხება. ასევე, განაცხადშია ,,ლიონის'' შემტევი რაიან ჩერქი და ,,კრისტალ პალასის'' თავდამსხმელი, ჟან-ფილიპ მატეტა. ფრანგების ოლიმპიურ ნაკრებს ტიერი ანრი წვრთნის.
![Olise scores again for France Olympic team | FC Bayern](https://img.fcbayern.com/image/upload/t_cms-2x1/f_auto/w_1600%2Cc_fill/q_auto/v1721289994/cms/public/images/fcbayern-com/homepage/Saison-24-25/Spieler/Nationalspieler/240717-olise-frankreich-u23-ima.jpg)
ხავიერ მასკერანოს არგენტინის ნაკრებში 4 მსოფლიო ჩემპიონი - ხერონიმო რული, ნიკოლას ოტამენდი (კაპიტანი), ტიაგო ალმადა და ხულიან ალვარესი ითამაშებენ. განაცხადშია არგენტინელთა ამომავალი ვარსკვლავი, კლაუდიო ეჩევერი, რომელიც ,,მანჩესტერ სიტის'' საკუთრებაა.
თუ არგენტინა მოგებას შეძლებს, მასკერანო იქნება პირველი, ვინც ოლიმპიადის ჩემპიონი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ამპლუაში გახდება.
![Alvarez, Otamendi Named In Argentina Squad For Olympics](https://menafn.com/updates/pr/2024-07/03/KT_42a85image_story.jpg)
მაროკოს ნაკრებს ,,პარი სენ ჟერმენის'' მცველი, აშრაფ ჰაკიმი უკაპიტნებს. გვინეის ნაკრების კაპიტანი ,,ლივერპულის'' ყოფილი ნახევარმცველი, ნაბი კეიტა იქნება, რომელიც ახლა ,,ვერდერში'' თამაშობს.
ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაშია ,,ბარსელონას'' ახალგაზრდა ფეხბურთელები პაუ კუბარსი და ფერმინ ლოპესი.
ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიის ეროვნული ნაკრებია, რომელმაც 2021 წელს ფინალში ესპანეთი დაამარცხა.