Belive

ფეხბურთის განრისხებული დედოფალი | მარტას მხარდაჭერა ვინისიუსს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ნაკრებისა და "რეალის" ფორვარდმა, ვინისიუს ჟუნიორმა, მოულოდნელად, ოქროს ბურთი ვერ მიიღო და წლის საუკეთესო ფეხბურთელი როდრი გახდა. საფეხბურთო წრეებში, დიდი ხნით ადრე შეიქმნა განწყობა, რომ ჯილდოს ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ამას ხელს უწყობდა მედიაში გავრცელებული ინფორმაციები და ის კოეფიციენტები, რომლებიც კანდიდატებს მიენიჭათ. "ფეხბურთის დედოფლად" წოდებულმა მარტამ, ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც france football-ს მიმართავს.

მთელი წელი ველოდი ვინისიუს ჟუნიორის დამსახურებულ აღიარებას. ჯილდო მისთვის უნდა გადაეცათ, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის და ახლა მოდიან და მეუბნებიან, რომ ოქროს ბურთი მისთვის არ არის - რა ხდება france football? - ამბობს მარტა გავრცელებულ ვიდეოში

"ჩემო ძმაო, შენ საუკეთესო მოთამაშე ხარ მსოფლიოში და ვერანაირი ჯილდო ვერ შეცვლის ამას, მიყვარხარ ჩემო ძმაო", - წერს რეალის მოთამაშე, ედუარდო კამავინგა X-ზე, ხოლო რამდენიმე სხვა თანაგუნდელი აზიარებს ვინისიუსის ფოტოებს წარწერით: "შენ ხარ საუკეთესო".

ოქროს ბურთი ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველს, როდრის გადაეცა. 28 წლის ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო. როდრიმ 2024 წელს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

სხვა სტატიები