"ფეხბურთი სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება" - მარსელო ბიელსა
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარსელო ბიელსამ პრესკონფერენციაზე დღევანდელი ფეხბურთის შესახებ ისაუბრა და ამ თემის მიმართ საკმაოდ კრიტიკულიც კი იყო
ფეხბურთს სულ უფრო და უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს, მაგრამ სპორტის ეს სახეობა სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება.
რაც ამ თამაშს მსოფლიოში საუკეთესო თამაშად აქცევდა, დღეს პრიორიტეტული აღარ არის. დროთა განმავლობაში კი ეს პროცესი დასრულდება.
რაც არუნდა ბევრმა ადამიანმა უყუროს ფეხბურთს, თუ არ დარწმუნდებით იმაში, რომ რასაც ხალხი უყურებს სასიამოვნოა, ეს მხოლოდ ბიზნესს მოუტანს სარგებელს, რადგან ბიზნესი მხოლოდ იმით ინტერესდება თუ რამდენი ადამიანი უყურებს მას. რამდენიმე წელიწადში, მოთამაშეები, რომლებიც ყურებას იმსახურებდნენ, მათ მიმართ ინტერესი ნაკლები იქნება და თამაშიც ნაკლებად სასიამოვნო გახდება.
მაყურებლის ამჟამინდელი ხელოვნური მატება დასრულდება. ფეხბურთი არ არის მხოლოდ 5 წუთიანი მომენტები. ფეხბურთი ამაზე მეტია, ეს არის კულტურული გამოხატულება. - მარსელო ბიელსა - ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
💬 Parfait résumé de Marcelo Bielsa : « On favorise le business, car le business, c’est que beaucoup de gens regardent les matchs. Mais il y a de moins en moins de footballeurs qui valent la peine d’être regardés, le jeu est de moins en moins agréable ».
— EspoirsduFootball (@EspoirsduFoot) July 7, 2024
pic.twitter.com/Ps1ABWV4wd
მარსელო ბიელსას გაწვრთნილმა ნაკრებმა დღეს ბრაზილია პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში გავიდა. იქ ურუგვაი 11 ივლისს კოლუმბიას შეხვდება.