Belive

ბოიკოტი მწვრთნელს | ლევანდოვსკი ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

36 წლის რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელსაც პოლონეთის ნაკრებში 158 მატჩი აქვს ჩატარებული და 85 გოლი გატანილი, ნაკრების კაპიტანი აღარაა, ის პიოტრ ჟელინსკიმ ჩაანაცვლა. ამის მიზეზი თავად ლევანდოვსკია, რომელიც მწვრთნელს, მიხალ პრობეჟს პროტესტს უცხადებს და ნაკრებს დროებით გაერიდა.

გარემოებებისა და მწვრთნელის მიმართ ნდობის დაკარგვის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, პოლონეთის ნაკრებში იქამდე აღარ ვითამაშო, სანამ ის გუნდის მწვრთნელი იქნება.

იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ მექნება შანსი, კვლავ ვითამაშო მსოფლიოს საუკეთესო გულშემატკივრების წინაშე. - წერს ლევავანდოვსკი X-ზე

პრობეჟი პოლონეთის ნაკრების 2023 წლიდან წრთვნის, მან გუნდი ევრო 2024-ზე გაიყვანა, სადაც ვერცერთი თამაში ვერ მოიგეს და ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშნენ.

კვირას, პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ, საკუთარ ვებსაიტზე, მწვრთნელის გადაწყვეტილება გამოიტანა - ლევანდოვსკისთვის კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევის შესახებ. „მწვრთნელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ პირადად აცნობა რობერტ ლევანდოვსკის, მთელ გუნდს და ტექნიკურ პერსონალს“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

ლევანდოვსკი, მიმდინარე სანაკრებო შეკრებაზე, პოლონეთის ნაკრებში არ არის. მისმა გუნდმა 6 ივნისს, ამხანაგურ მატჩში მოლდოვა 2:0 დაამარცხა და სამშაბათს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის G ჯგუფში, ფინეთს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები