ფედერიკო კიეზამ ნაკრებში გამოძახებაზე ისევ უარი თქვა
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს თქმით, ფედერიკო კიეზამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, რომ ეროვნულ გუნდში არ ითამაშოს:
,,კიეზას ხშირად ვესაუბრები. პატივი უნდა ვცეთ თითოეული ჩვენგანის გადაწყვეტილებებს. კარგად ვიცი, რას ვეუბნებით ერთმანეთს და მეც პატივი უნდა ვცე იმას, რასაც ფეხბურთელი მეუბნება. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია.'' - ჯენარო გატუზო
გასულ თვეში გატუზომ განაცხადა, რომ კიეზა თავს 100%-ით მზად არ გრძნობდა და ნაკრებში თამაში სწორედ ამიტომ არ სურდა.
ჟურნალისტებმა შეკითხვებით დააზუსტეს, რომ ეს ფეხბურთელის გადაწყვეტილება იყო და არა მთავარი მწვრთნელის, გატუზომ კი პასუხით მიანიშნა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა კიეზამ გამოძახებაზე უარი თქვა.
დიახ, ეს უკვე მე-4 თუ მე-5 შემთხვევაა, როცა ამის ახსნა მიწევს...
კიეზამ იტალიის ნაკრებში ბოლოს ევრო 2024-ზე, შვეიცარიასთან ითამაშა
სკუადრა აძურას ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 2 შეხვედრა ელის - გატუზოს გუნდი 13-ში მოლდოვას ესტუმრება, 16-ში კი ნორვეგიას უმასპინძლებს.