ფაბრიციო რომანო: "მბაპესა და რეალს შორის ყველა დოკუმენტი ხელმოწერილია"
მადრიდის "რეალმა" და კილიან მბაპემ ტრანსფერის ყველა დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ყველა დოკუმენტი, რომელიც ეხება საფრანგეთის ნაკრების 25 წლის ფორვარდის ტრანსფერს, რომელიც "პსჟ"-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, შეთანხმებული, დამოწმებული და ხელმოწერილია.
მბაპემ საბოლოო გადაწყვეტილება თებერვალში მიიღო. ის უკვე შეიძლება ჩაითვალოს "რეალის" ფეხბურთელად. სავარაუდოდ, მადრიდელები კილიანს მომავალ კვირაში წარადგენენ.
🚨⚪️ Kylian Mbappé to Real Madrid, HERE WE GO! Every document has been signed, sealed and completed.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 2, 2024
Real Madrid, set to announce Mbappé as new signing next week after winning the Champions League.
Mbappé made his decision in February; he can now be considered new Real player. pic.twitter.com/MMqEp1C0pK