Belive

ფაბიო კაპელო: "დე ძერბის პოპულარობის მიზეზი მხოლად ისაა, რომ გვარდიოლა აქებს"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ეჭვქვეშ დააყენა რობერტო დე ძერბის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის რეპუტაცია, მიუხედავად მისი "ბრაიტონში" წარმატებისა. დე ძერბიმ შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულა ბრაიტონში მას შემდეგ, რაც 2022 წელს გრემ პოტერი ჩაანაცვლა. მან სადებიუტო სეზონშივე ინგლისური კლუბი ევროპის ლიგაზე გაიყვანა. მიუხედავად "თოლიების" მიღწევებისა, კაპელო თვლის, რომ დე ძერბის მაღალი შეფასება მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ პეპ გვარდიოლა იტალიელს საჯაროდ აქებს.

მე დე ძერბის მესამე საფეხურის მწვრთნელთა კატეგორიაში დავაყენებდი. მასზე, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელზე ბევრს საუბრობენ, რადგან ამ იმიჯს გვარდიოლა უქმნის, მაგრამ წელს ის მეათე ან მეთერთმეტეა სატურნირო ცხრილში. რა მოიგო კარიერაში? გადავხედოთ მის რეზიუმეს?

ის არის კარგად მომზადებული მწვრთნელი, რომელსაც აქვს საკუთარი იდეები. მისი სახელი დიდი კლუბების სკამებს უკავშირდება, თუმცა, ჯერჯერობით, დაინტერესებული მხარე არ გამოჩენილა. - აცხადებს ფაბიო კაპელო

ბრაიტონის მსგავსი კლუბი - ზომისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, დე ძერბიმ უდავოდ აიყვანა ახალ საფეხურზე. მის მოსვლამდე კლუბის მთავარ მიღწევად პრემიერლიგაში დარჩენა ითვლებოდა, მაგრამ ახლა გულშემატკივრები იმედგაცრუებული დარჩებიან, თუ ბრაიტონი ადგილს პირველ ათეულში ვერ შეინარჩუნებს.

სხვა სტატიები