ევროპის სუპერ ლიგამ ახალი ფორმატი გამოაცხადა
“სუპერ ლიგის”, რომელიც საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, ახალი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აღნიშნული ტურნირი, სულ რაღაც, სამ წელიწადში ხელახლა დაიწყება.
მათ დღეს ახალი ფორმატი გამოაცხადეს, რომლის მთავარი "მოთხოვნებიც" შემდეგია:
- შეჯიბრში მონაწილეობა უნდა მიიღოს 60-დან 80-კლუბამდე
- იქნება ბევრი დივიზიონი
- შეჯიბრს არ ეყოლება მუდმივი წევრები
- კლუბები სეზონის განმავლობაში მინიმუმ 14 მატჩს ითამაშებენ
The European Super League has announced a new proposal:
— B/R Football (@brfootball) February 9, 2023
▪️ 60-80 teams
▪️ Multiple divisions
▪️ No permanent members
▪️ Minimum of 14 games per club, per season pic.twitter.com/lqimI8VOYa
ევროპულ ფეხბურთში დიდი აღშფოთება მოჰყვა ფაქტს, როდესაც 12 დიდმა კლუბმა ახალი ტურნირის შექმნა დააანონსა. უეფას, სხვადასხვა საფეხბურთო ორგანიზაციებისა და რაც მთავარია, გულშემატკივართა დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, აღნიშნული ტურნირი ჩაიშალა. დიდი პროტესტის ფონზე, 9 გუნდმა მალევე დატოვა “სუპერ ლიგა”, თუმცა, “რეალი”, “იუვენტუსი” და “ბარსელონა” კვლავ მხარს უჭერენ აღნიშულ იდეას და არსად წასვლას არ აპირებენ.
“ჩვენ გვინდა დავუკავშირდეთ ევროპულ საფეხბურთო საზოგადოების გავლენიან პირებს და ეს იდეა კვლავ გავაცოცხლოთ. გულშემატკივრებიც კი, კმაყოფილები დარჩებიან ამ იდეით” – განაცხადა აღნიშული კომპანიის წარმომადგენელმა Financial Times-თან ინტერვიუში
ზემოაღნიშნულ სამ კლუბთან ერთად, “სუპერ ლიგა” უეფას ევროპულ ფეხბურთში მონოპოლიის დამყარების გამო უჩივის. ამავდროულად, უეფამ “სუპერ ლიგას” ევროპული ფეხბურთის საფრთხე უწოდა.
„ევროპული ფეხბურთის საფუძვლები მორყეულია. დადგა ცვლილებების დრო. სწორედ კლუბები იღებენ საკუთარ თავზე ფეხბურთში არსებულ ფინანსურ რისკებს. თუმცა, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები, კლუბების ხელმძღვანელები იძულებულები არიან, რომ მოვლენებს გვერდიდან უყურონ. ამ დროს კი ფეხბურთის სპორტული და ფინანსური საძირკველი ინგრევა. ჩვენ მზად ვართ ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – აცხადებს კომპანია A22-ის აღმასრულებელი დირექტორი.