ბარსელონას კვლავ ფინანსურ პრობლემებთან უწევს გამკლავება
"ბარსელონას" მრავალწლიანი პრობლემა ფინანსებთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება და კატალონიურ გრანდს მასთან გამკლავება ძალიან უჭირს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გადაგორების შემდეგ, ახლა მათი მთავარი საზრუნავი წამყვანი მოთამაშეებისთვის კონტრაქტის განახლებაა. ესპანური გამოცემა Sport-ის ცნობით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა დეკომ დე იონგისთვის კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვა. თუმცა, "ბარსელონა" ისევ პრობლემებს წააწყდა.
მათი თქმით, კლუბს ნიდერლანდელი ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრამდე სურს. Ai Score-ის მონაცემები მიუთითებს, რომ ნახევარმცველის ხელფასი 2023/24 წლების სეზონისთვის 32 მილიონ ევროზე მეტი იქნება. "ბარსელონა" იმედოვნებს, რომ ფრენკი ანაზღაურების დაკლებაზე დაფიქრდება.
The financial situation is really biting hard at Barcelona.
— Sports Brief (@sportsbriefcom) November 28, 2023
The Catalan club is facing a dilemma trying to extend the contract of a key midfielder.https://t.co/GhgtMhnKW6
მას შემდეგაც კი, რაც კლუბმა რამდენიმე თვის წინ ნახევარმცველის გაყიდვა სცადა, მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნებულია. სწორედ ამის საფუძველზე ესპანური გამოცემები ვარაუდობენ, რომ დე იონგი კლუბის შეთავაზებას დათანხმდება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ ნიდერლანდელი ხელფასის დაკლებას არ დათანხმდა, კლუბს მისი გაყიდვა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ლეო მესის წასვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან პირველად გავიდა. ხავის გუნდმა ჯგუფის მე-5 ტურის მატჩში "პორტუ" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, მოპოვებული 3 ქულით "ბარსამ" 1/8-ფინალში ადგილი გაინაღდა.