ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადას" დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.
გია ჭიაბრიშვილის გუნდმა უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ პირველი ტაიმის ნულოვანი ფრით დასრულება მოახერხა - 0:0.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, 48-ე წუთზე, დარვინ მაჩისმა გიორგი მამარდაშვილის კარი ულამაზესი დარტყმით აიღო
დაპირისპირების 59-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა უხეშობის გამო მოედნიდან გიორგი გაბაძე გააძევა.
ესპანელებმა მე-2 ბურთის გატანა მატჩის მიწურულს, 91-ე წუთზე მოახერხეს.
"ლოკომოტივის" ევროტურნირების საოცარო სეზონი წელს დასრულდა.