Belive

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის სეზონის სიმბოლური გუნდი WhoScored-ის ვერსიით

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებგვერდმა WhoScored-მა იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა, რომლებმაც Top 5 ლიგის გასულ სეზონში ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.

გუნდში ყველაზე მეტი - 4 ფეხბურთელი ბუნდესლიგიდან მოხვდა, 3 - პრემიერლიგიდან, 2 - ლიგა 1-დან, თითო-თითო კი სერია A-დან და ლა ლიგიდან.

სეზონში ყველაზე მაღალი - 7.82-ქულიანი შეფასება ჰარი კეინმა მიიღო, ამ მხრივ მეორე ადგილს ჯუდ ბელინგემი (7.81) იკავებს, მესამეზე კი - სერუ გირასია (7.73).

WhoScored-ის ვერსიით Top 5 ჩემპიონატის 2023-2024 წლების საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

მცველები - ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), ალესანდრო ბუონჯორნო (ტორინო)

ნახევარმცელები - როდრი (მან. სიტი), ჯუდ ბელინგემი (რეალი)

თავდამსხმელები - ბუკაიო საკა (არსენალი), კილიან მბაპე (პსჟ), ჰარი კეინი (ბაიერნი), სერუ გირასი (შტუტგარტი)

View this post on Instagram

A post shared by ESPN FC (@espnfc)

სხვა სტატიები