Belive

ევროპის საუკეთესო კლუბი ისევ პარი სენ-ჟერმენია!

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუდაპეშტში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი პენალტების სერიამდე მივიდა და საბოლოოდ, პსჟ-მ ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. პსჟ-სა და არსენალის მატჩი ფრედ (1:1) დასრულდა, გოლი დამატებით დროში აღარ გასულა, პენალტებში კი პსჟ-მ 4:3 მოიგო.

ანგრიში მეექვსე წუთზე კაი ჰავერცმა გახსნა - პსჟ მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ვერ ახერხებდა ლონდონელთა დაცვის გარრვევას, მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთში კი კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად დემბელემ აქცია. კვარამ ფეხზე დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც ის 83-ე წუთზე ბარკოლამ შეცვალა.

პენალტების სერიაში გადამწყვეტი პენალტი გაბრიელ მაგალიაეშმა ააცილა - ის, მთელი სეზონის განმავლობაში, არსენალის უდავო ლიდერი იყო.

კვარაცხელიამ ფინალშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ქართველმა ამ ტურნირზე 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა - საბოლოოდ, ევროპული ფეხბურთი ისევ პსჟ-ს ტრიუმფით დასრულდა, მსგავსი რამ მხოლოდ მადრიდის რეალს აქვს გაკეთებული (ზედიზედ სამჯერ).

სხვა სტატიები