Belive

ევროპის საკვალიფიკაციო | საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველი შეხვედრა ირლანდიასთან, მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა და მეტოქესთან 0:6 დამარცხდა.

ჩვენი ნაკრების დაცვის ხაზი, თამაშის დასაწყისიდანვე, მეკარესთან ძალიან ახლოს თამაშობდა და ირლანდიელები ამას შესანიშნავად იყენებდნენ. თითქმის მთელი თამაში, სტუმრებმა ჩვენს საჯარიმოსთან გაატარეს და მომენტებიც გამოიყენეს.

ხარისხობრივად აშკარა სხვაობის მიუხედავად, ირის ანტმანის გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 დათმო. მეორე ტაიმიდან ვითარება არ შეცვლილა და ირლანდიელებმაც გაცილებით მოუმატეს. მატჩში უამრავი მომენტი იყო, როცა თამაში ტრავმის ან ეპიზოდის გადამოწმების გამო გაჩერდა, ამიტომ შეხვედრას 10 წუთი დაემატა. ირლანდიელთან ბოლო 2 გოლიც სწორედ ამ კომპენსირებულ დროში გავიდა,

პლეი ოფის მეორე მატჩს, საქართველოს ქალთა ნაკრები, ამჯერად სტუმრად, ირლანდიაში, 29 ოქტომბერს ჩაატარებს.

სხვა სტატიები