Belive

ევროპის ლიგა: ნახევარფინალური წყვილები ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ლიგის 2020/21 წლების სეზონის 1/4-ფინალური ეტაპი დასრულდა და ტურნირის საუკეთესო 4 გუნდიც გაირკვა. მეოთხეხდფინალური ეტაპის საპასუხო დაპირისპირებების გამართვის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ შემდეგ ეტაპზე ორი ინგლისური, ერთი იტალიური და ერთიც ესპანური კლუბი ითამაშებს, ასევე ნახევარფინალური წყვილებიც გაიკრვა. ფინალამდე მისასვლელ გზაზე ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რომა" და ლონდონის "არსენალი" და "ვილიარეალი" დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრები 29 აპრილს, საპასუხო მატჩები კი 6 მაისს გაიმართება. ტურნირის ფინალი 26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება.

სხვა სტატიები