Belive

ევროპის ჩემპიონატი ერთ ქვეყანაში? - უეფა ტურნირთან დაკავშირებით ცვლილებებს გეგმავს 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, რომ უეფას პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი, ევროპის ჩემპიონატის ერთ ქვეყანაში ჩატარების იდეას განიხილავს. "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტურნირის განსხვავებული მასპინძლობის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც კორონავირუსი არ არსებობდა... ეს იყო ევროკავშირის კომისიის ინიციატივა, რომელსაც სურდა საფეხბურთო ზეიმი მთელ ევროპაში ყოფილიყო. მაგრამ მე ვიცი, რომ უეფას პრეზიდენტი, ალექსანდრე ჩეფერინი, რომელიც ძალიან ფრთხილად ეკიდება კორონავირუსს, ფიქრობს იმაზე, იქნებოდა თუ არა უფრო უსაფრთხო ამ დროს ტურნირის მხოლოდ ერთ ქვეყანაში გამართვა. რა თქმა უნდა, ეს შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვით მოხდება", - თქვა ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა. ტურნირი, რომელიც შარშან უნდა გამართულიყო, სახელწოდებას ინარჩუნებს და ევრო 2020-ს სახელით მისი 12 სხვადასხვა ქალაქში გამართვაა გადაწყვეტილი, თუმცა შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დადგეს. ამჟამინდელი მონაცემებით, მასპინძელი ქალაქები უნდა იყვნენ: ლონდონი, გლაზგო, დუბლინი, ბილბაო, ამსტერდამი, კოპენჰაგენი, მიუნხენი, რომი, სანქტ-პეტერბურგი, ბუქარესტი, ბუდაპეშტი და ბაქო, ნახევარფინალსა და ფინალს კი "უემბლი" მიიღებს. ტურნირი 11 ივნისს, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე", იტალიისა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირებით უნდა გაიხსნას. დიდი ალბათობით, უეფა ტურნირის ბედს საბოლოოდ მარტის თვეში გადაწყვეტს.

სხვა სტატიები