ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ფინალისტები გაირკვა
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის დროც დადგა. რანგით მეორე და მესამე ევროპულ საფეხბურთო ტურნირებს ფინალისტები უკვე ჰყავთ.
ევროპა ლიგის ნახევარფინალებში "მანჩესტერ იუნაიტედი"/"ბილბაოსა" და "ტოტენჰემი"/"ბოდო გლიმტის" წყვილები არკვევდნენ ფინალისტებს. ორივე ინგლისურმა კლუბმა გამარჯვება მარტივად მოახერხა. მანჩესტერმა, ორი მატჩის ჯამში 7;1 მოიგო, ტოტენჰემმა კი - 5:1. ფინალი 21 მაისს სწორედ ბილბაოში, 'სან მამესზე' გაიმართება.
Your 2025 #UEL finalists ✨ pic.twitter.com/8rdPHSKOQT
— UEFA Europa League (@EuropaLeague) May 8, 2025
კონფერენს ლიგის ფინალშიც ერთი ინგლისური კლუბი იქნება. "ჩელსიმ" შვედური "დიურგარდენი" გამოთიშა ასპარეზობას ((5:1 - ორ მატჩში), ლონდონელების მეტოქე "ბეტისი" იქნება - სევილიელებმა ნახევარფინალიდან "ფიორენტინა" გააგდეს (4:3). ფინალი 28 მაისს, პოლონეთში გაიმართება.
The 2025 Conference League final is set: Real Betis vs Chelsea 🤩#UECL pic.twitter.com/ir9wQVMkEM
— UEFA Conference League (@Conf_League) May 8, 2025