,,ევროპა ლიგაზე ვართ, ბოლო მატჩი მხოლოდ ფორმალობაა'' - რას წერენ იაგელონიას ქომაგები იბერიაზე
ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე იაგელონიამ რეინჯერსი 2 მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა და პლეი-ოფში იბერია 1999-ს დაუპირისპირდება.
მომავალი მეტოქის შესახებ იაგელონიას გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ადგილობრივი გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აი, რას წერენ პოლონელი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში:
უკვე ევროპა ლიგაზე ვართ, ბოლო მატჩი მხოლოდ ფორმალობაა;
გთხოვთ, წააგეთ ეს ორმატჩიანი დუელი და მერე კონფერენს ლიგაზე კარგად ითამაშეთ, თორემ ევროპის ლიგაზე ქულების მოპოვება ჯოჯოხეთურად გაჭირდება;
მიხარია, რომ ეს შოტლანდიელი სნობები (რეინჯერსი) ჩეხებთან იწვალებენ, თუმცა ქართველების სათანადოდ არდაფასება არანაირად არ შეიძლება;
ამ დაპირისპირებას მშვიდად უნდა მივუდგეთ. ჩვენ რეინჯერსი დავამარცხეთ მაშინ, როცა აუტსაიდერებად ვითვლებოდით... ღმერთმა ქნას, ამ შედარებით სუსტმა ქართულმა კლუბმა არ გაგვაგდოს;
ქართული კონიაკი საუკეთესოა, დავლევთ გამარჯვებისა და ევროპა ლიგაზე გასვლის შემდეგ;
ევროთასებზე ვართ! კონფერენს ლიგა საკმარისია, დროა ევროპა ლიგა დავიპყროთ;
იბერიასა და იაგელონიას პირველი მატჩი მომავალ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს, პოლონეთში გაიმართება, საპასუხო დაპირისპირება კი თბილისში 27 აგვისტოსაა ჩანიშნული.