Belive

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირის 8 საუკეთესო გუნდი 2 გერმანული, 2 პორტუგალიური, და თითო-თითო ინგლისური, ესპანური, ფრანგული, შოტლანდიური და იტალიური გუნდი მოხვდა. საბოლოოდ, 1/4-ფინალური წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ლაიფციგი" - "ატალანტა" ფრანქფურტის "აინტრახტი" - "ბარსელონა" "ვესტ ჰემი" - "ლიონი" "ბრაგა" - "რეინჯერსი" მეოთხედფინალური ეტაპის საწყისი შეხვედრები 7, ხოლო საპასუხო მატჩები 14 აპრილს გაიმართება. რაც შეეხება ნახევარფინალს, რომლის პირველი მატჩებიც 28 აპრილს, ხოლო საპასუხო 5 მაისს გაიმართება, აქ გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ. "ლაიფციგი" - "ატალანტას" და "ბრაგა" - "რეინჯერსის" წყვილში გამარჯვებულები ერთმანეთს, ხოლო "ვესტ ჰემი" - "ლიონის" და  ფრანქფურტის "აინტრახტი" - "ბარსელონას" წყვილის საუკეთესოები ერთმანეთს შეხვდებიან.

სხვა სტატიები