"ევრო 2024 აგრესორი ქვეყნის გარეშე ჩაივლის!" - ანდრიი პაველკო
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ანდრიი პაველკოს თქმით, მომავალი ევროპის ჩემპიონატი რუსეთის ნაკრების გარეშე ჩატარდება. აღნიშნული ინფრომაცია პაველკომ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა:
"უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე პეტრაკოვის მიმართ რუსული ისტერიკა ოდნავი ყურადღების ღირსიც არ არის. ისინი დიდი ხანია არაკეთილსინდისიერად ჩივიან UEFA-ში, რასაც უმაღლესი ევროპული ორგანიზაცია არც კი განიხილავს. რუსები ამაოდ ცდილობენ უკრაინის ნაკრები, მნიშვნელოვანი მატჩის წინ, მომზადებას მოსწყვიტონ. ყველა მაქსიმალურად ორიენტირებული და ემზადება მომავალი შეხვედრისთვის.
P.S. 2024 წლამდე რუსეთი ვერცერთ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას!
ევრო 2024 აგრესორი ქვეყნის გარეშე ჩაივლის!"
უკრაინას წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ისინი ერთა ლიგის ეგიდით შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ შეხვედრას. დღეის მონაცემებით, შოტალნდია 6 ქულით მეორე ადგილზეა, უკრაინა კი პირველზე 7 ქულით.