Belive

ევრო 2024-ის შემდეგ კროოსი რეალის აკადემიაში იმუშავებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ლეგენდა ტონი კროოსი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ კლუბში მწვრთნელის როლს შეასრულებს. გერმანელი ბუცებს ევრო 2024-ის დასასრულს, 17-წლიანი კარიერის შემდეგ ჩამოკიდებს. კროოსმა საკლუბო კარიერა გასულ შაბათს, შესანიშნავ სტილში დაასრულა, მის ბოლო თამაშში რეალმა ჩემპიონთა ლიგის მე-15 თასი მოიგო.

34 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივრებში გაკვირვება გამოიწვია, როდესაც 21 მაისს, პენსიაზე გასვლის შესახებ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ფორმის პიკში იმყოფება.

ეს იყო ახალი თავის დასაწყისი მსოფლიოს უდიდეს კლუბში. 10 წლის შემდეგ, სეზონის ბოლოს ეს თავი მთავრდება. არასოდეს დამავიწყდება ეს წარმატებული დრო.

ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემს გონებაში ვიპოვე სწორი დრო გადაწყვეტილების მისაღებად, ჩემი ამბიცია ყოველთვის იყო კარიერის დასრულება იმ მომენტში, როცა ჩემი სათამაშო ფორმის მწვერვალზე ვიქნებოდი.

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მე ვიმუშავებ მადრიდის რეალის ახალგაზრდულ აკადემიაში. - განაცხადა ტონი კროოსმა გერმანულ kicker-თან ინტერვიუში

კროოსი რეალს 2014 წელს მიუნხენის "ბაიერნიდან", 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. იმ ზაფხულს მან გერმანიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

კროოსმა სწრაფად მიაღწია წარმატებას ესპანეთის დედაქალაქში და მოიგო ხუთი ჩემპიონთა ლიგა, ბაიერნთან ერთად 2013 წელს მოგებული ლიგით ის იმ 4 ფეხბურთელს შორისაა, ვისაც ისტორიაში ყველაზე მეტი - 6 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.

სხვა სტატიები