Belive

ევრო 2024-ის გახსნით მატჩს სიმონ მარჩინიაკს აღარ ანდობენ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაშვებული შეცდომის გამო, სიმონ მარჩინიაკი ევრო 2024-ის გახსნით შეხვედრაში აღარ იმსაჯებს.

პოლონელ არბიტრს, წესით, 14 ივნისს, მიუნხენში, გერმანიასა და შოტლანდიას შორის გასამართ შეხვედრაში უნდა ემსაჯა. გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "რეალისა" და "ბაიერნის" მატჩის ბოლო წუთზე მიღებული გადაწყვეტილება, რის გამოც ბაიერნის გატანილი გოლი არ ჩაითვალა.

ეპიზოდმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან მიუნხენელები ამ გოლით ანგარიშს ათანაბრებდნენ და ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებდნენ. პოლონელმა მსაჯმა ფეხბურთელებს ეპიზოდის დამთავრების საშუალება არ მისცა და თამაშგარე მდგომარეობა დროზე ადრე დააფიქსირა.

მარჩინიაკი ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე სანდო მსაჯად ითვლება. მისი უკანასკნელი დიდი შეხვედრა "მანჩესტერ სიტისა" და "ფლუმინენსეს" დაპირისპირება იყო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. მას ებარა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინასა და საფრანგეთს შორის კატარის მუნდიალზე. უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგის ფინალიც მისი განსჯილია.

მარჩინიაკი მსაჯობდა საქართველოს ნაკრების ისტორიულ მატჩს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ, რის შემდეგაც ჩვენმა ქვეყანამ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.