უკრაინა გახდა ის ბოლო ნაკრები, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა შვედეთი მძიმე ბრძოლაში, 120-ე წუთზე გატანილი გოლით, 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მერვედფინალური მატჩები საკმაოდ დრამატული და უხვგოლიანი გამოდგა. 8 მატჩი სულ 30 გოლი გავიდა, ტურნირს კი ისეთი გუნდები გამოეთიშნენ, როგორებიც არიან: გერმანია, ნიდერლანდები და საფრანგეთი.
ყველა 1/4 ფინალური წყვილი ცნობილია.
2 ივლისს შვეიცარია ესპანეთს დაუპირისპირდება, ბელგია და იტალია კი ერთმანეთს მიუნხენში შეხვდებიან. მომდევნო დღეს ნახევარფინალისტების ვინაობას დანია-ჩეხეთისა და უკრაინა-ინგლისის წყვილები გაარკვევენ.