უახლესი ინფორმაციით, რომელიც ევროპის ჩემპიონთან დაკავშირებით ვრცელდება, უეფას თავდაპირველი გადაწყვეტილების ერთგული რჩება და კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ევრო 2020-ის 12 სხვადასხვა ქალაქში ჩატარებას აპირებს.
როგორც ბრიტანული Independent-ი იუწყება, ტურნირის ადგილმდებარეობა უკვე განსაზღვრულია და ის აღარ შეიცვლება, თუმცა ახლა დასაზუსტებელია გულშემატკივრის დაშვების საკითხი.
ცნობილია, რომ ევროპის მთავარი სანაკრებო ფორუმი მაყურებლის გარეშე არ ჩაივლის, თუმცა რა რაოდენობა შეძლებს მატჩებზე დასწრებას, ეს ჯერჯერობით უცნობია.
ამ მომენტისთვის, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას 4 ვარიანტი აქვს: ტრიბუნების სრულად შევსება, მაყურებლის 75%-ის დაშვება, ქომაგთა 50 ან 25%.
ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, 2021 წლის ივნისისთვის გადაიდო. ტურნირი 12 ქალაქში: ლონდონში, მიუნხენში, ბაქოში, რომში, ბუქარესტში, კოპენჰაგენში, ამსტერდამში, ბილბაოში, გლაზგოში, ბუდაპეშტში, დუბლინში და სანქტ-პეტერბურგში უნდა ჩატარდეს. გახსნის მატჩი 11 ივნისს, რომში, "სტადიოოლიმპიკოზე" უნდა შედგეს, სადაც ერთმანეთს თურქეთისა და მასპინძელი იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.