Belive

ბუფონი იუვენტუსს ტოვებს? - ლეგენდარული მეკარის დამატება სერია A-ს კლუბს სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა კარიერა "ატალანტაში" გააგრძელოს. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას თქმით, თავის ბერგამოელები 43 წლის გოლკიპერის გადაბირებას იმ შემთხვევაში გადაწყვეტენ, თუ თავიანთ მეკარე პიერლუიჯი გოლინის გაუშვებენ, ამ უკანასკნელის დამატების მსურველი კი არაერთი კლუბია. "ატალანტამ" უკვე განიხილა ბუფონის კანდიდატურა ორი წლის წინ, მაგრამ მაშინ შეთანხმება ვერ შედგა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბიანკონერის" უხუცესი წევრი გუნდის დატოვებასთან ახლოსაა რადგან მეტი სათამაშო დრო სურს. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე "ბებერ ქალბატონს" 2001 წლის ზაფხულში, "პრამადან", 52.8 მილიონ ევროდ შეუერთდა. 17 წლის შემდეგ, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ტურინული გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, "პარი სენ-ჟერმენში" გაემგზავრა, მაგრამ ერთი სეზონის შემდეგ კვლავ საყვარელ კლუბს დაუბრუნდა. "იუვესთან" ერთად ჯიჯიმ სერია A 10-ჯერ, 4-ჯერ კოპა იტალია, 7-ჯერ კი იტალიის თასი მოიგო.

სხვა სტატიები