Belive

ევრო 2020: ყველაფერი, რაც საფრანგეთის ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ 

2 წლის წინ ფეხბურთი
15 წთ

პროფილი

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა: 1919 წლის 7 აპრილს ფიფას წევრი: 1919 წლიდან უეფას წევრი: 1954 წლიდან პრეზიდენტი: ნოელ ლე გრაეტი ფიფას რეიტინგი: 2 უმაღლესი რეიტინგი: 1 (2001 წლის მაისიდან 2002 წლის მაისამდე, 2018 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 26 (2010 წლის სექტემბერი) საშინაო არენა: სტად დე ფრანსი (პარიზი, საფრანგეთი) მეტსახელი: ლურჯები მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი  (ფრანგი, 52 წლის) კაპიტანი: უგო ლორისი ("ტოტენჰემი", 34 წლის) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: ლილიან ტურამი (152) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ტიერი ანრი (51) პირველი მატჩი: ბელგია - საფრანგეთი 3:3 (1904 წლის 1 მაისი, ბრიუსელი, ბელგია) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: საფრანგეთი - აზერბაიჯანი 10:0 (1995 წლის 6 სექტემბერი, ოსერი, საფრანგეთი) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: დანია - საფრანგეთი 17:1 (1908 წლის 22 ოქტომბერი, ლონდონი, ინგლისი)

მიღწევები და ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონატი: მონაწილეობა - 15 (პირველად 1930 წელს, პირველივე მუნდიალიდან) საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი (1998, 2018) ევროპის ჩემპიონატი: მონაწილეობა - 10 (პირველად 1960 წელს, პირველივე ტურნირიდან) საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი (1984, 2000) კონფედერაციის თასი: მონაწილეობა - 2 (პირველად 2001 წელს) საუკეთესო შედეგი - ჩემპიონი (2001, 2003)
What would France national football team do without African-origin players?  - Quora

ისტორია

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაკრები 1904 წელს, პლანეტაზე ფეხბურთის მმართველი ორგანოს თანადროულად დაარსდა და პირველი მატჩიც პირველ მაისს, ბელგიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა. საწყის წლებში საფრანგეთის ნაკრები წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა მცირე ტურნირსა და ამხანაგურ მატჩებში, მსოფლიოს ჩემპიონატის დაარსებისთანავე კი ტურნირში ჩაერთვნენ და დღემდე მხოლოდ 5 გათამაშება გამოტოვეს. საინტერესოა, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი პირველი გოლის ავტორია, ეს ლუსიენ ლორანმა გააკეთა, რომელმაც ურუგვაიში, მონტევიდეოში, მექსიკასთან (4:1) მოგებულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა. იქ ფრანგებმა მეშვიდე ადგილი დაიკავეს, ჩემპიონის ტიტული კი მასპინძლებს დარჩათ. ორგზის მსოფლიოს და ამდენივეგზის ევროპის ჩემპიონი ნაკრები დღევანდელ დღემდე განსხვავებული თაობებით და მეტ-ნაკლები წარმატება/წარუმატებლობით მოვიდა, თუმცა „მამლებს“ სტაბილურობა არასდროს დაუკარგავთ და „დიდი ნაკრებების“ სიაში ყოველთვის ღირსეულად იკავებდნენ ადგილს. 1958 წლის მუნდიალი პირველი დიდი ტურნირი იყო საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში, რომელზეც გუნდმა მედალი მოიპოვა, ოღონდ ბრინჯაოს სინჯისა. ფრანგებმა ნახევარფინალში ბრაზილიასთან წააგეს, რომლებმაც შემდეგ მასპინძელ შვედეთს აჯობეს, საფრანგეთის ნაკრებმა კი მესამე ადგილისთვის მატჩში დასავლეთ გერმანია გოლების წვიმად ქცეულ მატჩში - 6:3 დაამარცხა. ორ წელიწადში ამას პირველ ევროპის ჩემპიონატზე დაკავებული მეოთხე ადგილი მოჰყვა, შემდეგ კი ოცდაოთხმა წელიწადმა და ხუთმა ტურნირმა ისე განვლო, ფრანგებს კონტინენტის პირველობისთვის ბრძოლის შანსი არ მიეცათ. სამაგიეროდ, საფრანგეთის ნაკრები 1984 წელს დაბრუნდა და თანაც როგორ? ტრიუმფით. ფრანგული ფეხბურთისთვის პირველი ოქროს ხანაც ხომ 1980-იანი წლების გარიჟრაჟით თარიღდება, როცა გუნდს ლეგენდარული იდალგო თავკაცობდა, უშუალოდ მოედანზე კი არანაკლებ მყვირალი სახელი და გვარები გადიოდნენ. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარდაცვის ტრიომ, პლატინი-ჟირესი-ტიგანას შემადგენლობით სამშობლოში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივარს თავი ფეერიული გამოსვლოით დაამახსოვრა. მასპინძლებმა დანია და ბელგია ჯგუფურ ეტაპზე გოლის გაუშვებლად, შესაბამისად - 1:0 და 5:0 დაამარცხეს, ბოლო ტურში კი იუგოსლავიას დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც აჯობეს (3:2) მაინც აჯობეს და პლეი-ოფის საგზური მოიპოვეს. იმ დროისთვის 8 გუნდისგან შემდგარ ევროპის ჩემპიონატზე, ნახევარფინალურ ეტაპზე ფრანგებმა პორტუგალიას - 3:2 აჯობეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, სადაც ესპანეთის ბარიერიც, თანაც კაცნაკლულებმა უპრობლემოდ დაძლიეს (2:0) და არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვეს. ტურნირის ბომბარდირი მიშელ პლატინი გახდა, რომელმაც ერთ გათამაშებაში და მხოლოდ ხუთ შეხვედრაში ჯამში 9 გოლი გაიტანა, რაც დღემდე სარეკორდო მაჩვენებელია და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, უეფას ყოფილი პრეზიდენტი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ. 1980-იანი წლების მეორე და 1990-იანი წლების პირველ ნახევარში წარმატებით „მამლები“ ვერ დაიკვეხნიან. სამაგიეროდ, შემდეგი 10 წლის განმავლობაში მათთვის ახალი, ზინედინ ზიდანის ერა და ტრიუმფალური სვლის ახალი ტალღა დაიწყო. ზიზუსთან ერთად საფრანგეთის ნაკრებმა საშინაო კედლებში დიდებული მუნდიალი ჩაატარა და ტურნირზე შვიდივე მატჩი გამარჯვებით დაასრულა. დანიის, სამხრეთ აფრიკის, საუდის არაბეთისა და პარაგვაის ნაკრებების შემდეგ, ფრანგებმა იტალიასა და ხორვატიასაც აჯობეს და ფინალში გავიდნენ, სადაც ნამდვილი ვარსკვლავთცვენა შედგა. ტაფარელის, კაფუს, დუნგას, რობერტო კარლოსის, რონალდოს, რივალდოს, ბებეტოს, ლეონარდოს, დიდას, ზე რობერტოს და სხვათა ბრაზილიის ნაკრებმა ტიერი ანრის, ზინედინ ზიდანის, ლორან ბლანის, პატრიკ ვიეიერას, რობერტ პირესის, დიდიე დეშამის, ლილიან ტურამის, ფაბიან ბარტეზის, ბიქსენტ ლიზარაზუს, ემანუელ პეტის, დავიდ ტრეზეგეს და კამპანიას ვერაფერი დაუპირისპირეს და დიდი ანგარიშით - 0:3 დამარცხდნენ. ვარსკვლავური გუნდების მიუხედავად, გამარჯვების მთავარი შემოქმედი ზინედინ ზიდანი გახლდათ, რომელმაც სამხრეთამერიკელებს დუბლი შეუსრულა და მუნდიალის მოგებასთან ერთად, 1998 წელი ოქროს ბურთით ხელდამშვენებულმაც დაასრულა. მსოფლიოზე ტრიუმფს ფრანგებმა უმალვე ევროპის ჩემპიონობაც დაამატეს. ნიდერლანდებში ფრანგები ჯგუფში მასპინძლებთან ერთად იყვნენ და სწორედ მათთან მარცხის გამო ჯგუფში მეორე პოზიცია დაიკავეს, თუმცა ჩეხეთსა და საყვარელ მეტოქე დანიას აჯობეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, საიდანაც მოყოლებული მიჯრით სამ ევროპულ გრანდს ანალოგიური ანგარიშით (2:1) სძლიეს და ტიტული მეორედ მოიპოვეს. ზიდანის თაობას კიდევ ერთი ფინალის თამაში ხვდა წილად. 2006 წელს, გერმანიაში გამართულ მუნდიალზე ლეგენდარული ნახევარმცველი მსოფლიოს ჩემპიონობას მეორედ გეგმავდა და ფეხბურთიდან მუნდიალის თასით წასვლას აპირებდა, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ფინალში „ნერაძურიმ“ 6 წლის წინ ევროფინალში განცდილი მარცხისთვის შური იძია, ზიზუმ კი სპორტის ულამაზესი სახეობა წითელი ბარათით დატოვა. ამაში თავისი წვლილი მარკო მატერაცისაც მიუძღვის, რომელმაც გარდა ძირითად დროში ანგარიშის გათანაბრებისა, ზიდანი მოედნიდან გააგდებინა, რაც რომ არ მომხდარიყო, იქნებ შეხვედრა სრულად სხვა შედეგით დასრულებულიყო. ზიდანის წასვლასთან ერთად, საფრანგეთის ნაკრებში კიდევ ერთი ერა დასრულდა. ახალი ეპოქის დასაწყისს კი თვალს უკვე თავად ვადევნებთ. 2016 წლის საშინაო ევროპის ჩემპიონატზე წაგებული ფინალი, 2018 წლის მუნდიალის ჩემპიონობა და კარს მომდგარი ევროპირველობის მთავარი ფავორიტის სტატუსი. ვნახოთ, შეძლებს თუ არა დეშამის კიდევ უფრო გამობრძმედილი გუნდი საშინაო კედლებში განცდილი მარცხის შემდეგ რევანშის აღებას და კონტინენტის საუკეთესო გუნდის წოდების მესამედ მოპოვებას (ეს საუკეთესო შედეგია, რომელსაც გერმანია და ესპანეთი ფლობენ). ამას მწვანე მოედანი, ბურთი და უახლოესი კვირები გამოაჩენს...
Russia 2018: Looking back at 1998 Fifa World Cup in France when Zidane  starred in Les Bleus

გზა ტურნირამდე

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კონტინენტის პირველობის დასკვნით ეტაპამდე დამაჯერებლად მოვიდა. ფრანგებმა საკვალიფიკაციო ეტაპი, 6-გუნდიან C ჯგუფში გაიარეს და დამაჯერებლად, პირველი პოზიციით დაასრულეს. დიდიე დეშამის გაწვრთნილ კოლექტივს მეტოქეებად ისეთი ნაკრებები ჰყავდა, როგორებიც თურქეთი, ისლანდია, ალბანეთი, ანდორა და მოლდოვა არიან, თუმცა ჯგუფში ჩატარებული 10 შეხვედრიდან 8 გამარჯვებით დაასრულა, ერთში ფრეს დასჯერდა და მხოლოდ ერთხელ მეორეადგილოსან თურქეთთან დამარცხდა. „ლურჯებმა“ შესარჩევ ქვეჯგუფში 25 გოლი გაიტანეს და 6 გაუშვეს.

შემადგენლობა

დიდიე დეშამი სანაკრებო მწვრთნელთა შორის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია, ოღონდ ამ შემთხვევაში არა მატერიალურ ქონებაზე, არამედ არჩევანის თავისუფლების ფუფუნებაზე მოგახსენებთ. 52 წლის სპეციალისტის ხელში თითოეულ პოზიციაზე სულ მცირე ორი ისეთი ვარსკვლავური დონის ფეხბურთელია, ნებისმიერ წამყვანი კლუბი თუ გუნდი რომ ინატრებდა, თავად საფრანგეთს კი ეს როტაციის ბრწყინვალე შესაძლებლობას, ძალების დაზოგვისა და გადანაწილების კარგ შანსს და დიდი ტურნირების მოგებისთვის საკმარის რესურსით ბრძოლის მშვენიერი მონაცემებს აძლევს. შემადგენლობის სიღრმე, მოთამაშეთა ხარისხი და ვარსკვლავური კარიერა ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია იმისა, რომ ბოლო ორი დიდი სანაკრებო ტურნირის ფინალში ფრანგებმა მონაწილეობა მიიღეს, აქედან ერთი კი ტრიუმფით და მსოფლიოს ჩემპიონობით დაასრულეს. ნათელია, რომ არსებული რესურსით, რომელსაც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემაც დაუბრუნდა, საფრანგეთის ნაკრები ტურნირზე წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალის მოქმედ გამარჯვებულებს სიკვდილის ჯგუფში გამოსვლა და 4 დღის ინტერვალში, ჯგუფურ ეტაპზე ორ სხვადასხვა ქვეყანაში თამაში მოუწევთ. საფრანგეთის ნაკრების სრული, 26-კაციანი, მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში მოთამაშე ვარსკვლავებით დახუნძლული და თვალისმომჭრელი შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარეები: უგო ლორისი („ტოტენჰემი“), მაიკ მაინენი („მილანი“), სგტივ მანდანდა („მარსელი“). მცველები: ლუკა დინი („ევერტონი“), ლეო დუბოისი („ლიონი“), ლუკას ერნანდესი („ბაიერნი“), პრესნელ კიმპემბე („პსჟ“), ხულეს კუნდე („სევილია“), კლემან ლანგლე („ბარსელონა“), ბენჟამინ პავარი („ბაიერნი“), რაფაელ ვარანი (მადრიდის „რეალი“), კურტ ზუმა („ჩელსი“). ნახევარმცველები: კინგსლი კომანი („ბაიერნი“), ნგოლო კანტე („ჩელსი“), ტომა ლემარი („ატლეტიკო“), პოლ პოგბა („მანჩესტერ იუნაიტედი“), ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“), მუსა სისოკო („ტოტენჰემი“), ლკორენტინ ტოლისო („ბაიერნი“). თავდამსხმელები: უისამ ბენ იედერი („მონაკო“). ქარიმ ბენზემა (მადრიდის „რეალი“), უსმან დემბელე („ბარსელონა“), ოლივიე ჟირუ („ჩელსი“), ანტუან გრიზმანი („ბარსელონა“), კილიან მბაპე („პსჟ“), მარკუს ტურამი (მიუნხენგლადბახის „ბორუსია“).
France-Sweden | UEFA Nations League | UEFA.com

მწვრთნელი

დიდიე დეშამს ფეხბურთის, განსაკუთრებით კი ფრანგული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ეროვნულ გუნდში მუშაობის უკვე მეათე წელს 52 წლის სპეციალისტს ბრწყინვალე ისტორიის დაწერის შესანიშნავი შანსი აქვს. იგი ერთ-ერთია იმ სამ ისტორიულ ფიგურას შორის, რომელმაც მსოფლიო თასის მოგება როგორც ფეხბურთელმა, ისე მწვრთნელის რანგში მოახერხა. მარიო ზაგალოსა და ფრანც ბეკენბაუერის მსგავსი შედეგის დაფიქსირების შემდეგ, დეშამს იგივეს გაკეთება უკვე ევროპის ჩემპიონატზეც შეუძლია. საამისოდ, მას 5 წლის წინ, ფინალურ შეხვედრაში სულ რამდენიმე წუთი დააკლდა, ახლა კი გაცილებით გაძლიერებული შემადგენლობით იმავეს გაკეთებას კიდევ ერთხელ შეეცდება. „იუვენტუსის“, „მარსელის“ და „მონაკოს“ ყოფილ თავკაცს, რომლის ხელმძღვანელობითაც ამ უკანასკნელმა 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა, ტურნირის მოსაგებად დამატებითი მოტივაციაც აქვს. შესაძლოა, ევრო 2020 დეშამისთვის ნაკრებში ბოლო იყოს, რადგან მის წასვლაზე ევროპულ მედიაში უკვე აქტიურად საუბრობენ და ისიც იწერება, რომ აღნიშნულ თანამდებობას მალე ზინედინ ზიდანი დაიკავებს. გარდა იმისა, რომ დეშამთან ერთად საფრანგეთის ნაკრებმა მუნდიალის მოგება შეძლო და ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა, გუნდი უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალშიცაა გასული და იქ ბელგიის ნაკრებს 6 ოქტომბერს უნდა დაუპირისპირდეს. 2012 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც ფრანგებს დეშამი ხელმძღვანელობს, გუნდმა 112 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 74 მოიგო, 20 ფრედ დაასრულა და 18-ში დამარცხდა. „მამლებმა“ დეშამის მეთაურობით 222 გოლი გაიტანეს, 92 გაუშვეს და 242 ქულა მოიპოვეს. ყველაზე ხშირად გამოყენებადი სქემა: 4-2-3-1.

ვარსკვლავი

უკვე რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ვარსკვლავებითაა დახუნძლული და უახლოესი 1 თვის განმავლობაში გუნდის მაისურს ისეთი ფეხბურთელები მოირგებენ, როგორებიც უგო ლორისი, კინგსლი კომანი, პოლ პოგბა, ნგოლო კანტე, უსმან დემბელე, ანტუან გრიზმანი, ქარიმ ბენზემა, ოლივიე ჟირუ და სხვები არიან და გუნდში ერთი კონკრეტული ლიდერის გამორჩევა რთული იქნება, თუმცა კილიან მბაპე ის ფეხბურთელია, რომლისაც ფრანგ ქომაგებს განსაკუთრებით უნდა ეიმედებოდეთ და რომელიც ცალკე აღნიშვნის ღირსი ნამდვილად გახლავთ. თანამედროვე ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც უკვე ადარებენ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს და რომელმაც თავის ასაკთან შედარებით უკვე ბევრად მეტი რამ მოიგო. ყველა შესაძლო ტიტული ქვეყნის შიგნით არაერთხელ, მსოფლიოს ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაში ნათამაშები ფინალი. თანაც ეს ყველაფერი კილიანმა 22 წლის ასაკში მოასწრო და ამ პერიოდისთვის უფრო მეტი გოლის გატანა შეძლო (162 საკლუბო, ხოლო 17 სანაკრებო დონეზე), ვიდრე ეს შესაბამის ასაკში ყველა დროის ორმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთეს. ის, რომ მბაპეს მომავლის ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი, არახალია და საამისოდ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება კიდევ უფრო დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მისი სიჩქარეები, გოლის ალღო და ბოლო სეზონში გამოვლენილი, გვარიანად გამოცდილი ფეხბურთელისთვის დამახასიათებელი ლიდერული თვისებები, ანტუან გრიზმანთან და ქარიმ ბენზემასთან ტრიოში საფრანგეთს წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს. მბაპეს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2017 წლის 25 მაისს ჰქონდა და მას შემდეგ ჩატარებულ 43 შეხვედრაში მან 17 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
Kylian Mbappe produces World Cup performance Pele-esque in its promise of  what could follow

კალენდარი

ჯგუფი F საფრანგეთი - გერმანია, 15 ივნისი, 23:00 სააათი, ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანია უნგრეთი - საფრანგეთი, 19 ივნისი, 17:00 საათი, პუშკაშ არენა, ბუდაპეშტი, უნგრეთი პორტუგალია - საფრანგეთი, 23 ივნისი, 23:00 საათი, პუშკაშ არენა, ბუდაპეშტი, უნგრეთი

პარიზი - საფრანგეთის დედაქალაქი

Luxury Hotels Paris | Place Vendôme | Mandarin Oriental, Paris
Lunch on Eiffel Tower & Visit Louvre Museum - Paris Day Tour from London
Paris – Travel 2 Study
France World Cup celebrations: The good, the bad and the ugly - CNN
France World Cup celebrations: The good, the bad and the ugly - CNN
Fans pack Paris streets to greet France after World Cup win - Sportsnet.ca

სტადე დე ფრენსი - პარიზი, საფრანგეთი

Consumer experts believe fans entitled to Ireland-France match refund
RETURN MATCH FOR NEXO AT THE STADE DE FRANCE, PARIS - NEXO
ასევე იხილეთ: ევრო 2020: ყველაფერი, რაც ნიდერლანდების ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ

სხვა სტატიები