Belive

სუპერკომპიუტერმა ევრო 2020-ის ჩემპიონი იწინასწარმეტყველა 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრების დასრულების შემდეგ, სუპერკომპიუტერმა ჩემპიონი იწინასწარმეტყველა. ტურნირის დაწყებამდე ალგორითმს იმედი ჰქონდა, რომ გარეთ საუთგეიტს 55-წლიანი ლოდინის დასრულება შეეძლო და 1966 წლის შემდეგ ინგლისელებს პირველი დიდი ტურნირის მოგებისკენ გზას გაუხსნიდა. ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონობის მოპოვების შანსები მას შემდეგ გაიზარდა, რაც "სამმა ლომმა" ხორვატიის ნაკრებზე შური იძია და სამი წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, რევანშის აღება მოახერხა (1:0). თუმცა, მალე ოპტიმიზმი პესიმიზმმა შეცვალა. ეს მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა მეზობელ, პრინციპულ მეტოქე შოტლანდიის ნაკრებთან უგოლო ფრე დააფიქსირეს და არადამეჯერებელი თამაში აჩვენეს. ამავე დროს, ინგლისის ნაკრების საჩემპიონო შანსებს სტატისტიკური კომპანია Opta 5.8%-ად აფასებს, მაშინ, როცა ტურნირის დაწყებამდე ეს მაჩვენებელი - 5.2%-ს შეადგენდა. რაც შეეხება სუპერკომპიუტერს, მას ინგლისელები ფავორიტთა სამეულში არ შეყავს, ყველა ნაკრების შანსებს შემდეგნარიად აფასებს:  24. ჩრდილოეთ მაკედონია - 0% 23. თურქეთი - 0% 22. უნგრეთი - 0.04% 21. შოტლანდია - 0.04%

Scotland's chances of winning the tournament are still unsurprisingly slim despite the draw with England. Image: PA Images
20. სლოვაკეთი - 0.1% 19. ფინეთი - 0.2%  18. ავსტრია - 0.3% 17. ჩეხეთი - 0.3%  16. პოლონეთი - 0.6% 15. უკრაინა - 0.6% 14. ხორვატია - 0.9% 13. შვედეთი - 1.4% 12. რუსეთი - 1.6% 11. შვეიცარია - 1.6% 10. უელსი - 1.9%
Wales will face the Group B runners up after finishing second in their group. Image: PA Images
9. დანია - 4.0%  8. ინგლისი - 5.8%  7. იტალია - 6.8%  6. ნიდერლანდები - 7.7%  5. ბელგია - 9.9%  4. ესპანეთი - 10.2%
Spain could go out after just two points from two games but are still well fancied to win. Image: PA Images
3. პორტუგალია - 10.6%  2. გერმანია - 12.2%  1. საფრანგეთი - 23.3% 

სხვა სტატიები