ევრა: ,,გვარდიოლამ ფეხბურთი მოკლა''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ, ფეხბურთზე პეპ გვარდიოლას გავლენა შეაფასა:
,,გვარდიოლა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მაგრამ მან ფეხბურთი მოკლა. ხალხი ფიქრობს, რომ მე ამას, თითქოს, იუნაიტედისა და სიტის გამო ვამბობ, მაგრამ ასე არაა, რადგან ახლა რობოტებს ვუყურებთ.
ყველას უნდა, რომ გვარდიოლას დაემსგავსოს და მეკარე 10 ნომერი იყოს... მცველს თავით თამაში და ართმევები მოეთხოვება, მაგრამ ახლა ყველას რაღაც საოცრების გაკეთება სურს.
ეს ტიკი-ტაკა მხოლოდ გვარდიოლას შეუძლია, რატომ აკოპირებს ყველა? ჩვენ აღარ გვაქვს კრეატიულობა, აღარ არიან გენიოსები. ვეღარასდროს ვიხილავთ რონალდინიოს ან აზარის მსგავს ფეხბურთელს, რადგან მწვრთნელები აკადემიის მოთამაშეებს ეუბნებიან - ,,პასს თუ არ მისცემ, სკამზე დაგსვამ!'' ფეხბურთი ქუჩებიდან მოდის...'' - პატრის ევრა
პრემიერლიგის გასულ ტურში ,,მანჩესტერ სიტი'' ,,ბორნუმთთან'' დამარცხდა. შედეგად, ინგლისის ჩემპიონატში პეპ გვარდიოლას გუნდის 32-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
🗣️ Patrice Evra says Pep Guardiola has KILLED football.. 👔😬
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) November 4, 2024
Do you agree with him? 🤔 pic.twitter.com/Rgiq0mej9M