ევერტონის საგა გრძელდება - მერსისაიდელები კვლავ დასაჯეს
"ევერტონის" უიღბლო სერიას დასასრული არ უჩანს. ფინანსური წესდების დარღვევის გამო, მერსისაიდულ კლუბს ნოემბერში 10 ქულა ჩამოაკლეს, თუმცა, სააპელაციო განხილვის შემდეგ, სასჯელი 6 ქულამდე შემცირდა.
თითქოს "ევერტონის" პრობლემები ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ, საფეხბურთო კლუბი მორიგ ფინანსურ დარღვევაში სცნო დამნაშავედ და კიდევ 2 ქულა დააკლო.
დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ "ევერტონმა" 16.6 მილიონი ფუნტით გადააჭარბა იმ ნებადართული ზარალის ზღვარს (105 მილიონი ფუნტი), რომელიც კლუბს შეეძლო, რომ 3 სეზონის განმავლობაში დაეგროვებინა. თავდაპირველად საგამოძიებო კომისია 5 ქულის დაკლებას ითხოვდა, თუმცა, შემამსუბუქებელი გარემოებებიდან გამომდინარე, "ევერტონს" მხოლოდ 2 ქულა დააკლდა.
Everton drop down to 16th after a further two-point deduction for breaching Premier League financial rules 📉 pic.twitter.com/9WWZ5pQZwN
— B/R Football (@brfootball) April 8, 2024
ქულების განმეორებით დაკლების შემდეგ, "ევერტონი" 27 ქულის მე-16 პოზიციაზე დაქვეითდა და გასავარდნ ზონაში მყოფ "ლუტონს" მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.