Belive

ევერტონი-მანჩესტერ სიტი გადაიდო - მიზეზი კორონავირუსია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს გასამართი პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩი "ევერტონსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გადაიდო. ამის მიზეზი პეპ გვარდიოლას გუნდში კორონავირუსის ახალი შემთხვევებია. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას COVID-19-ით "სიტის" ფეხბურთელები - კაილ უოლკერი და გაბრიელ ჟესუსი დაინფიცირდნენ. გარდა ამისა, დადებითი პასუხი აჩვენა კლუბში მომუშავე ორი თანამშრომლის ტესტმა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, მანჩესტერელთა რიგებში კორონავირუსის მორიგი შემთხვევები გამოვლინდა, რის შემდეგაც პრემიერლიგის საბჭოს სხდომაზე შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

სხვა სტატიები