Belive

ევერტონი ევერტონში 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"გრემიოს" ახალგაზრდა თავდამსხმელი ევერტონი შესაძლოა იგივე სახელის მქონე ევროპულ კლუბში გადაბარგდეს. Goal.com-ის ვერსიით, ბრაზილიელი ფეხბურთელი "კანფეტებს" მოახლოებული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდება. "ევერტონს" მიუხედავად საკმაოდ ძვირადღირებული შემადგენლობისა, ქულების დაგროვება და ცხრილის ზედა ნაწილში ასვლა უჭირს, ამ პრობლემის გამოსწორების გზას კი ლივერპულული კლუბის ხელმძღვანელები ახალგაზრდა შედეგიანი ფორვარდის დამატებაში ხედავენ. ტრანსფერი, რომელიც შესაძლოა უახლოეს კვირებში შედგებს, "ევერტონს' 35 მილიონი ევრო დაუჯდება. 23 წლის ფეხბურთელი "გრემიოს" მაისურს 2014 წლიდან ირგებს და მას მერე კოპა ლიბერტადორესის, ბრაზილიის თასის და სუდამერიკანას მოგება მოახერხა. ფეხბურთელს 2018 წლიდან ტიტემ ნაკრებშიც უხმო და ამ დროში 14 შეხვდრის ჩატარება, 3 გოლის გატანა, კოპა ამერიკის მოგება და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოპოვებაც მოახერხა. ამ სეზონში ევერტონმა კლუბის მაისურით 41 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები