Belive

ეტიჰად სთეიდიუმზე ერთ-ერთი ტრიბუნა გვარდიოლას სახელობის გახდება

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ "ეტიჰადის" ახლად რესტავრირებულ ჩრდილოეთ ტრიბუნას პეპ გვარდიოლას სახელი ეწოდება. ამის შესახებ თავად კლუბის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.

სიმბოლურია, რომ აღნიშნული ტრიბუნა სრულად პირველად სწორედ გვრადიოლას ბოლო მატჩზე გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ სახელი გადარქმევასთან ერთად, ამ ტრიბუნისკენ მიმავალ გზაზე ესპანელი სპეციალისთვის ქანდაკება დაიდგმევა.

გვარდიოლა ბოლო შეხვედრას კვირას, ასტონ ვილასთან გამართავს. ესპანელ სპეციალისტს მანჩესტერ სიტისთან ათწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ამ დროის განმავლობაში, პეპის ხელში, სიტიმ სხვადასხვა ტურნირზე ჯამში 20 ტიტული მოიგო. მათ შორის, ნანატრი ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები