Belive

ესტონეთი-საქართველო: ლიეტუველი არბიტრი, რომელსაც თბილისშიც უმსაჯია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 5 სექტემბერს, ტალინში, ესტონეთის ეროვნულ გუნდთან შეხვედრით დაიწყებს. ცნობილია შეხვედრის მთავარი არბიტრის ვინაობა, ვინც ლიეტუველი დონატას რუმსასი იქნება. 32 წლის დონატასი სამსაჯო საქმიანობას 2005 წლიდან ეწევა, ფიფას კატეგორიის სტატუსს კი 2016 წლიდან ფლობს. მას კარიერაში 153 ოფიციალური მატჩისთვის უხელმძღვანელია და საერთო ჯამში, 646 ყვითელი და 19 წითელი ბარათი უჩვენებია. ბარათების სიყვარულს ბალტიისპირელი არბიტრი ბოლო მატჩებშიც ამჟღავნებს. ბოლო 9 შეხვედრიდან 8-ში მან მოთამაშეები სულ მცირე 5-ჯერ გააფრთხილა, 4-ჯერ კი მოედნიდან გააძევა. საინტერესოა, რომ დონატასს მცირე შეხება საქართველოსთანაც ჰქონია, 2018 წლის 17 ნოემბერს ის თბილისში იმყოფებოდა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და აზერბაიჯანის 19-წლამდე ფეხბურთელთა შეხვედრას მოემსახურა, რომელშიც ჩვენი გუნდი - 1:2 დამარცხდა.

სხვა სტატიები