Belive

ესპანური AS: ლევანტეს ნახევარდაცვაში ბრილიანტი ჰყავს

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრებში გიორგი ქოჩორაშვილის ბრწყინვალე თამაშს AS გამოეხმაურა. ცნობილი ესპანური გამოცემის თანახმად, ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და რომ "ლევანტეს" ნახევარდაცვის ხაზში ბრილიანტი ჰყავს.

ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი ასპარეზობის შემდეგ, ქოჩორაშვილი ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგაზე შეუერთდა. მან ძირითად შემადგენლობაში ორჯერ ითამაშა და 2 გოლის გატანა მოახერხა. საქართველომ ჩეხეთის ნაკრები დიდი ანგარიშით (4:1) დაჯაბნა, სადაც ქოჩორაშვილმა მეოთხე გოლი მიითვალა, შემდეგ კი ალბანეთს სწორედ მისი გოლის შედეგად სძლია.

ქოჩო "ლევანტეს" 2019 წელს შეუერთდა და მეორე გუნდის ფეხბურთელად მოიაზრებოდა. 2022/23 წლების სეზონში, იჯარის წესით, "კასტელონში" განათხოვრეს, სადაც ლა ლიგა 2-ში აღზევებისთვის მებრძოლი გუნდის ფუნდამენტური ნაწილი გახდა. გასულ სეზონში, "ლევანტეს" დაუბრუნდა და ხავიერ ვალეხას გუნდში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, თუმცა შობის დადგომამდე ტრავმა მიიღო და 2 თვით უქმობა მოუწია.

ტრამის მოშუშების შემდეგ, ფორმაში შევიდა და გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო, სადაც თავი იმდენად წარმოაჩინა, რომ შეთავაზება არაერთი კლუბისგან მიიღო. ამის მიუხედავად, ქოჩორაშვილი მაინც "ლევანტეში" დარჩა და ხულიან კალეროსთვის მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენს.

25 წლის ასაკში, ქოჩორაშვილი საკუთარ გამოცდილებასა და ლიდერულ თვისებებს ამჟღავნებს. მიმდინარე სეზონში, მან უკვე გაიტანა გოლი, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მისი პოზიცია მეტოქის კარისგან საკმაოდ შორსაა. ამასთან ერთად, საკუთარ სამშობლოში, ის მისაბაძ მაგალითად იქცა და მისი დამსახურებით, საქართველოში "ლევანტეც" გაცილებით პოპულარული გახდა.

სხვა სტატიები